“2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერია.

ნანახია: 828
სრული ინფორმაცია

“2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერია.

ომბუდსმენი წერს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შემდეგ გოგონების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა ისევ პრობლემურ საკითხად რჩება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს.

“ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2022 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა

დახმარების სააგენტოს მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების რაოდენობა (400 ფაქტი) მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას. ამასთანავე, კვლავ პრობლემურია ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა”, – ვკითხულობთ ლევან იოსელიანის სქელტანიან ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების შემთხვევაში პრობლემური იყო ადრეულ ასაკში შესაძლო ქორწინების ან/და ნიშნობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. გაზრდილია სახალხო დამცველის აპარატისადმი მომართვიანობა არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის ფაქტებზე. შესწავლილ საქმეებში უწყებები ვერ ახერხებდნენ სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთას. მათ ასევე განსაკუთრებით უჭირთ ბავშვობის ასაკში ქორწინების ისეთ ფაქტებზე რეაგირება, რომლებიც არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. შესწავლილი საქმეების ფარგლებში პრობლემური იყო ეფექტიანი კოორდინაცია შესაბამის უწყებებს შორის, ასევე, რეფერირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

“ადრეულ ასაკში ქორწინების თანმდევ დანაშაულებზე დამკვიდრებული ლმობიერი პრაქტიკის შედეგად, დამნაშავეთა მიმართ პირობითი მსჯავრი გამოიყენებოდა, რაც ვერ უზრუნველყოფს ხსენებულ დანაშაულებზე ადეკვატურ რეაგირებას”, – წერს სახალხო დამცველი.

ლევან იოსელიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთ რეკომენდაციებს აძლევს:

მომზადდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების (რეფერირების) შესახებ; სისტემატურად გადამზადდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მათ შორის, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან, ასევე, რეფერირების პროცედურებთან და განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."