" />

მისია


ბოლნისის ქალთა სათემო რადიოს WW არეალი მოიცავს კონკრეტულ თემს ან მიზნობრივ სოციუმს იქნება ეს მკვეთრად ორიენტირებული ქალთა საკითხების გაშუქება თუ ამავე მიმართულებით ყურადღების გამახვილება ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფზე ან ჯგუფებზე. სათემო რადიოს მიზანია, სარგებელი მოუტანოს თემს და ამ თემში ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას. სათემო რადიო WW მიზნად ისახავს იმ გარემოს შეიცვალას, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეული ქორწინება, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განატლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვა სკოლებში. სათემო რადიოს მიზანია მისი მაუწყებლობის არეალში მხარი დაუჭიროს ქალთა ცართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში. 

სათემო რადიოს აქვს შესაძლებლობა იყოს იმ პრობლემების გამხმოვანებელი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მონაწილედა, ნაცვლად სტერეოტიპული დოგმებისა, რომლებიც ეხება თემში ქალტა პრობლემებტან დაკავშირებულ უშუალო საკითხებს. ქვეყნის ცენტრალურ თუ რეგიონულ მედია სივრცეში ხშირია ქალთა მიმართ დისკრიმინაციული, სექსისტური ან ფობიური ნეგატიური ინფორმაციები შესაბამისად ნაკლები ინფორმაციაა აქვს თემში მაცხოვრებელ ეთნიკური უმცირესოსბების წარმომადგენელ ქალებს საკუთარი უფლებებისა და ტავისუფლებების შესახებ .  სათემო რადიოს საქმიანობა მიმართული იქნება ლიდერ- ქალთა მხარდაჭერისკენ, რათა რაც სეიძლება მეტ ქალს ჰქონდეს ინფორმაცია საკუტარ უფლებებზე, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მოიპოვოს პოლიტიკურ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის უფლება, რაც შეიძლება მეტმა გოგონამ იბრძოლოს განათლების მიღებისთვის და რაც შეიძლება მეტმა მათგანმა თქვას უარი ადრეულ ქორწინებაზე, ნაკლები იყო სექსულაური უმცირესობებისადმი ძალადობის ფაქტები. . 

სათემო რადიო მცირებიუჯეტიანია. მას მართავს დამფუძნებელთა საბჭო მცირერიცხოვანი ადმინისტრაციული და სარედაქციო ჯგუფით. გადაცემების დიდ ნაწილს ადგილობრივი მცხოვრებლები მოხალისეობრივ საწყისებზე ამზადებენ სარედაქციო ჯგუფთან შეთანხმებით. სათემო რადიო თავის არეალსი ეცდება შექმნას ცოდნის გადაცემის ჯაჭვური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეების გადამზადებას პროფესიონალების მიერ. ბოლნისის სათემო რადიო WW იზიარებს მედიის სამოქმედო სამ უმთავრეს პრინციპს:  ავრცელებს ახალ ამბებს;  ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას; ართობს მომხმარებელს. 
    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."