134 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

ნანახია: 483
სრული ინფორმაცია

2020 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა, მათ შორის, 110 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 24 ექიმს შეუჩერდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2020 წელს პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სულ 140 ექიმთან დაკავშირებული საკითხი განიხილა და მათგან მხოლოდ 6 მედიკოსს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

„2020 წელს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებთ, 207 საკითხის შესწავლა დაიწყო.

2020 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული 73 საკითხი (სულ 140 ექიმი). აქედან, 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 134 ექიმს - დაეკისრა; მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 24 ექიმს (1 თვით - 7 ექიმს, 2 თვით - 12 ექიმს, 3 თვით - 1 ექიმს, 4 თვით - 1 ექიმს, 6 თვით - 3 ექიმს)“, - აღნიშნულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."