სრული ინფორმაცია
"ქალები ვირჩევთ ევროპას "-ამ სახელწოდებით დღეს, 20 აპრილს, მოეწყო ქალების მარში ბოლნისი.
აქტიურმა ქალებმა სტარტი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკიდან აიღეს. მსვლელეობა კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა. ამ ფორმით აქტიურმა ქალებმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებაა გააპროტესტეს.
ქალების მარში ,,ქალთა მოძრაობამ" და ,,თანასწორობის მოძრაობამ" დააორგანიზა და ის 17:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან მსვლელობით დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.
აქციის მონაწულეთა მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვიოს ე. წ.,,რუსული კანონი’,’ რომელიც 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. აქციას გამოეხმაურა ბოლნისში მყოფი ქალთა ორგანიზაციები. თბილისის პარალელურად ჩვენს ქალაქშიც გაიმართა ქალთა მარში.