RadioWW / » სიახლეები » საზოგადოება » 8 თვეში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა - 4 574 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი, 887 შემთხვევაში კი - კაცია
სრული ინფორმაცია
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. უწყების ცნობით, მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის 146, ფსიქოლოგიურის - 5 382, ეკონომიკურის - 119, სექსუალურის - 24, იძულების 45 და უგულებელყოფის 31 ფაქტი გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა.
წყარო: IPN