2020 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირდა

ნანახია: 534
სრული ინფორმაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან, 7573 ქალი იყო, 1571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7197 კაცი იყო, 1519 კი ქალი.

რაც შეეხება თბილისში ოჯახში მოძალადეთა და მსხვერპლთა ოდენობას, დედაქალაქში 4203 მსხვერპლი და 3958 მოძალადე დაიდენტიფიცირდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში, ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლ, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.

რაც შეეხება რეგიონებს, გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი (852) და მოძალადე(849) აჭარის რეგიონში იყო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."