ბოლნისის წყალკანალის მიერ უკანონო მილის დემონტაჟი ხორციელდება

ნანახია: 750
სრული ინფორმაცია

დღეს ბოლნისის წყალკანალმა უკანონო მილების დემონტაჟი და ჭაზე დაერთება განახორციელა. სამსახურმა აღნიშნული სამუშაოებები გუშინ radioww-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის შემდეგ დაიწყო 


ბოლნისის წყალკანალის მიერ უკანონო მილის დემონტაჟი ხორციელდება


რადიო WW-მ გაარკვია, რომ ბოლნისის კინოთეატრის მომიჯნავედ არის კომპანია ,,ბოლნისწყალკანალის" სერვის ცენტრი. ორი მილიდან ერთი საკანალიზაციო მილიც სწორედ მათი საპირფარეშოს შემადგენელია, თუმცა ,,ბოლნისწყალკანალის" ხელმძღვანელი გია ყიფიანი რადიოWW-თან საუბარში ამბობს, რომ ერთი მილი ნამდვილად ეკუთვნის ,,ბოლნისწყალკანალს", მაგრამ ის უფუნქციოა, ხოლო მეორე მილი, რომელიც ასევე კინოთეატრის შენობის ტერიტორიაზე ჩამოდის, კერძო მაცხოვრებლისაა".

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ვისი კომპეტენციაა მსგავსი ფაქტების გამორკვეა-მონიტორინგი და აღკვეთა?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წყალზე სანიტარიასა და ჰიგიენაზე 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულია, რომ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ან საკანალიზაციო ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მიხედვით მსგავსი ქმედება დასჯადია როგორც ადგილობრივი თვითმმაღტველობის ისე კომპანიის, რომელსაც წყალზე , სანიტარიასა და ჰიგიენაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, თავად ბოლნისის ,,წყალკანალი" არამხოლოდ უნდა აკონტროლებდეს, არამედ თავად აღნიშნულმა კომპანიამ უნდა აღკვეთოს მსგავსი ფაქტი. დეტალურად საკანონმდებლო ნორმების განმარტება შეგიძლიათ იხილეთ აქ


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."