სრული ინფორმაცია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის გარდა, კიდევ ერთი პარტია მიიღებს მონაწილეობას .
პარტია ,,სახალხო ხელისუფლება” 14 ნომრით გამწესდა და მას სათავეში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე უდგას. პარტიამ პირველი გაერთიანებული შეხვედრა ბოლნისში უკვე გამართა და გუნდიც შეკრიბა.
,,სახალხო ხელისუფლების” რიგებშია მეღვინეთა გაერთიანება ,, ბოლნისის” ხელმძღვანელი გურამ ავქოფაშვილი.
,, 10 წელია მე და ჩემი თანამოაზრეები,ენთუზიასტი მეღვინეები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ვფიქრობ რომ მივაღწიეთ წარმოუდგენელს, ბოლნისი როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლო, დღეს მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ წრეებში ცნობილია თავისი უნიკალური ღვინოებით, აღიარებულია არაერთ საერთაშორისო კონკურსზე!
ღვინო “ბოლნისი”ცნობილია 35 ქვეყნის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელების რეესტრში. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისური ღვინოების ექსპორტი. ეს ყველაფრი მოიტანა ერთობლვმა დაუღალავმა შრომამ.
ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი, ვიცით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ღვინის სამშობლო, ჩვენი ძვირფასი ბოლნისი ტურისტულად განვითარდეს და ყველამ მიიღოს სარგებელი.
დაგვიჭირეთ მხარი ადგილობრივ არჩევნებში, შემოხაზეთ N 14 “სახალხო ხელისუფლება” დაუჭირეთ მხარი ინოვაციებს,ახალი ტრქნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში.
ჩვენ N14 “სახალხო ხელისუფლება”ვიმუშავბეთ ყველა ოჯახისთვის მეტი სარგებელის მისაღებად!”- წერს სოციალურ ქსელში გურამ ავქოფაშვილი.