არღვევს თუ არა კანონს ,,ბოლნისწყალკანალი" რომელსაც პირველ რიგში თავად უნდა იცავდეს?

ნანახია: 592
სრული ინფორმაცია

ბოლნისის კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისას ახალგაზრდა მოხალისეებმა ის კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რაც მანამდე, არათუ ცნობილი იყო, არამედ პრობლემის მოგვარებითაც კი არავინ დაინტერესებულა. 

სოციალურ ქსელში გამოჩნდა გამოხმაურება, რომელმაც რადიო WW-ის ყურადღება მიიქცია.
კერძოდ კი ადამიანების ჯგუფი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში ხდება და რომელზე რეაგირებასაც ის უწყება უნდა ახდენდეს, რომელიც თავადაა პრობლემის შემქმნელი. 

რადიო WW უცვლელად გთავაზობთ გამოხმაურების ტექსტს, რომელიც მოჰყვა კინოთეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო საკანლიზაციო სისტემის განთავსებას და ფეკალური მასების კინოთეატრის ეზოში ღია ჩაშვებას ეხება. 


,, ბოლნისის ახალგაზრდობას ძალიან სასიამოვნო და რთული საქმე აქვთ წამოწყებული, რომელიც შეეხება ძველ კინოთეატრს და ჩემი მხარდაჭერა მათ. კვირას, 7 მარტს ჰქონდათ მიმდებარე ტერიტორიის წმენდის დღე, მეც დავესწარი მათ მიმართ თავდადებულ სამუშაოებს და ცრემლიც მომადგა თვალზე, ეს იყო ნოსტალგიის და ასევე, რაღაც სინანულის ცრემლი ერთდროულად, მეტიც, შემეცოდა ახალგაზრდები, რომ ასეთი საშინელი მდგომარეობა დახვდათ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
 მივმართავ კომენალურ სამსახურებს თუ მათ ეხებათ! არ გეკადრებათ არც ბოლნისს არ ეკადრება ეს და არც ხალხს მინიმუმ უპატივცემლობაა, მე რაც იქ ვნახე, მინიმუმ სამარცხვინოა გამოვყოფ ერთ-ერთ საშინელ ფაქტს, მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან მიჭირს მსგავსი რამის დაწერა, ვიფიქრე გამივა გაბრაზებათქო და ორი დღე თავი შევიკავე მსგავსი პოსტისგან, მაგრამ არა, ვერ გავჩუმდები გთხოვთ დააკვირდეთ სურათებს და დასკვნა თვითონვე გამოიტანოთ...
21-ე საუკუნეში მსგავსი რომ გხვდება ქალაქის ცენტრში, მინიმუმ უნდა დაჯარიმდეს ამ ”შენობა-ნაგებობის” პასუხისმგებელი ამ კინოთეატრის უკანა მხარეს ეზოს იქეთ, იყო ადრე ”კომუნალური სამსახური თუ წყალკანალის შენობა”, (ეხლა არ ვიცი რა არის) აუშენებიათ საპირფარეშო და მისი მილები გამოყვანილია ჰაერში, რომლიც გადმოდის ამ კინოთეატრის ეზოში... ვეღარ გავაგრძელებ, რომ აღვწერო ეს საშინელება, დააკვირდით თავად!🤦🏻‍♀️ სირცხვილი არ არის? კომისია არსებობს ბოლნისში ვინც მსგავს რამეს ამოწმებს ან იბარებს ქალაქის კეთილმოწყობას?!😡 გაახილეთ თვალები, ვისაც გეკუთვნით ქალაქზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, იფიქრეთ ქალაქის სისუფთავეზე და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე."- წერს მოხალისე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


რადიო WW-მ გაარკვია, რომ ბოლნისის კინოთეატრის მომიჯნავედ არის კომპანია ,,ბოლნისწყალკანალის" სერვის ცენტრი. ორი მილიდან ერთი საკანალიზაციო მილიც სწორედ მათი საპირფარეშოს შემადგენელია, თუმცა  ,,ბოლნისწყალკანალის" ხელმძღვანელი გია ყიფიანი რადიოWW-თან საუბარში ამბობს, რომ ერთი მილი ნამდვილად ეკუთვნის ,,ბოლნისწყალკანალს", მაგრამ ის უფუნქციოა, ხოლო მეორე მილი, რომელიც ასევე კინოთეატრის შენობის ტერიტორიაზე ჩამოდის, კერძო მაცხოვრებლისაა". 

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ვისი კომპეტენციაა მსგავსი ფაქტების გამორკვეა-მონიტორინგი და აღკვეთა?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წყალზე სანიტარიასა და ჰიგიენაზე 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულია, რომ  „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ან საკანალიზაციო ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მიხედვით მსგავსი ქმედება დასჯადია როგორც ადგილობრივი თვითმმაღტველობის ისე კომპანიის, რომელსაც წყალზე , სანიტარიასა და ჰიგიენაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, თავად ბოლნისის ,,წყალკანალი" არამხოლოდ უნდა აკონტროლებდეს, არამედ თავად აღნიშნულმა კომპანიამ უნდა აღკვეთოს მსგავსი ფაქტი. დეტალურად საკანონმდებლო ნორმების განმარტება შეგიძლიათ იხილეთ აქ

არღვევს თუ არა კანონს ,,ბოლნისწყალკანალი" რომელსაც პირველ რიგში თავად უნდა იცავდეს?




რადიო WW



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."