Главная > ბოლნისი > ბოლნისის წყალკანალის მიერ უკანონო მილის დემონტაჟი ხორციელდება
ბოლნისის წყალკანალის მიერ უკანონო მილის დემონტაჟი ხორციელდება12-03-2021, 11:16. Разместил: qristine |
დღეს ბოლნისის წყალკანალმა უკანონო მილების დემონტაჟი და ჭაზე დაერთება განახორციელა. სამსახურმა აღნიშნული სამუშაოებები გუშინ radioww-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის შემდეგ დაიწყო რადიო WW-მ გაარკვია, რომ ბოლნისის კინოთეატრის მომიჯნავედ არის კომპანია ,,ბოლნისწყალკანალის" სერვის ცენტრი. ორი მილიდან ერთი საკანალიზაციო მილიც სწორედ მათი საპირფარეშოს შემადგენელია, თუმცა ,,ბოლნისწყალკანალის" ხელმძღვანელი გია ყიფიანი რადიოWW-თან საუბარში ამბობს, რომ ერთი მილი ნამდვილად ეკუთვნის ,,ბოლნისწყალკანალს", მაგრამ ის უფუნქციოა, ხოლო მეორე მილი, რომელიც ასევე კინოთეატრის შენობის ტერიტორიაზე ჩამოდის, კერძო მაცხოვრებლისაა". აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ვისი კომპეტენციაა მსგავსი ფაქტების გამორკვეა-მონიტორინგი და აღკვეთა? Вернуться назад |