ტრენინგი სოფელ ქვეშში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე

ნანახია: 359
სრული ინფორმაცია

TASO Foundation • ფონდი ტასო მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ პროექტის: „ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ სოფელ ქვეშში ტრენინგი ჩაატარა.
ტრენერები: ეკატერინე ერაძე და მარინე ბჟალავა

ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პუნქტის შესრულება საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისთვის.

რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვანი ფუნქციონირება, გამართული საარჩევნო სისტემა, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედია, მოწყვლად ჯგუფების უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო ჩართულობა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.. ხელს უწყობს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
დისკუსიის დროს ვიმსჯელეთ და გავაანალიზეთ 12 პუნქტიანი გეგმის მე-8 და მე-9 პუნქტები-მოწყვლადი ჯგუფების, ქვიარ თემის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

შევთანხმდით ევროინტეგრაციის უპირატესობებში, რადგან ევროკავშირი ეფუძნება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის პატივისცემას.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."