გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის''

ნანახია: 748
სრული ინფორმაცია

,,იყავი ინფორმირებული და დაიცავი შენი უფლებები“ ! - ამ სლოგანით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყაროს” ინიციატივითა დ გენდერული საბჭოს ჩართულობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების შრომითი უფლებების დაცვის და ეკონომიკური გაძლიერების საკითხები.


ასევე, საუბარი შეეხო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა რადიო WW-ის ჟურნალისტების მიერ გადაცემათა ციკლიდან ,, ქალები ცვლილებებისთვის” მომზადებული პოდკასტური ვიდეოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომით უფლებებზე, მათ საჭიროებებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე.


შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყაროს” პროექტის ,,ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის ” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."