ქალები, რომლებიც შრომობენ და იბრძვიან ცვლილებებისთვის

ნანახია: 227
სრული ინფორმაცია

ელენე ჟღენტი / ბოლნისი


ჩემში ბევრმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა გააჩინა კითხვა: უნდა ვხედავდეთ თუ არა გენდეული თანასწორობის, სექსუალური შევიწროვების, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის, რელიგიური მრწამსის, წარმომავლობისა და მამაკაცებში ქალების მიმართ მენტალობისა და შეხედულებების ჭრილში ქალთა შრომით უფლებების პრობლემის არსებობას?


და თუ ეს ასეა, მაშინ დაფიქრებაც კი არ არის საჭირო, იმდენად ხშირად და თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ქალის მიმართ მავნე სტერეოტიპად დამკვიდრებულ და ჯერ კიდევ  შემორჩენილ დამოკიდებულებებს.


ქალთა შრომის უფლებების საკითხის განზოგადოებულად არსებობა, ჩემში პრობლემას ქმნის. თანამედროვე მსოფლიოს პირობებში, როდესაც რიგ ქვეყნებში თვალსაჩინოა ხალხთა განვითარების მიღწევები და დემოკრატიული სახელმწიფოების მოწყობის დონე,  საკითხის კიდევ ამ სახით არსებობამ ჩემში  მკაცრი პროტესტის გრძნობა აღძრა.


ვფიქრობ, მიუხედავად  დიდი დრო- ჟამის განვლისა დღესაც კი თვალში საცემია ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რაც მკვეთრად ვლინდება, თუნდაც მამაკაცისა და ქალთა შორის ურთიერთობებში.


დღევანდელი მდგომარეობით, იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას საკანონმდებლო დონეზე გააჩნია ქალთა შრომითი უფლებების შესაბამისი საფუძვლები, ერთი შეხედვით ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა აღიქმებოდეს, მაგრამ რეალობა ხშირად სულ სხვა სურათს იძლევა.


პრობლემა ხშირად მამაკაცის მენტალურ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებაშია გამომჟღავნებული ან ხშირად ის შეიძლება გვხვდებოდეს მამაკაცის ინტელექტსა და გარკვეულ გამოვლინებებში.


ქალები, რომლებიც შრომობენ და იბრძვიან ცვლილებებისთვის

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული კვლევის ანგარიში, ნათელს ჰფენს საქართველოში ამჟამად არსებულ გენდერულ ურთიერთობებს და სამომავლო ტენდენციებზეც მიანიშნებს.


როგორც ირკვევა, საქართველოში ქალებს და კაცებს, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, „კონკურენტული“ დამოკიდებულება არ აქვთ. ისინი ქალების გაძლიერებას კაცებისთვის უფლებების ჩამორთმევად არ განიხილავენ. 2013 წლიდან დღემდე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერება, საკმაოდ ამაღლებულია, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე 6 წლის წინ.


მიუხედავად ამისა, კვლავაც დამკვიდრებულია უთანასწორო დამოკიდებულებები ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მათი ლიდერობის მიმართ. ათიდან, დაახლოებით, ოთხი კაცი არ თანხმდება, რომ თუ ქალს კაცის თანაბარი კვალიფიკაცია აქვს, მას თანაბარი ხარისხით შეუძლია იგივე სამუშაოს შესრულება.


 ქალთა ჩართულობის მხრივ მხარდაჭერა საკმაოდ დიდია პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ყოველი მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები.


რაც შეეხება დასაქმების შესაძლებლობებს, რესპონდენტების აზრით, ამ მხრივ კაცები და ქალები ერთნაირ წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა, კარიერული წინსვლისას, ქალებს მეტი სირთულე ხვდებათ.


პასუხად კითხვაზე: თუ რას მიიჩნევენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ყველაზე დიდ წინააღმდეგობად, ქალებმა საკუთარი ოჯახური მოვალეობები დაასახელეს.


როგორც ჩანს, ტრადიციული გენდერული როლები მაინც ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელზე. ასევე, მკვეთრად გენდერული ნიშნით არის განაწილებული საოჯახო საქმეც.


ქალები ასრულებენ უამრავ სამუშაოს: ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს, უვლიან ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ, საოჯახო საქმის გამო, ქალებს კაცებზე მეტად ეშლებათ ხელი სამსახურში, სახლში მოვალეობების ამგვარი განაწილებით, ძირითადად, ყველა რესპონდენტი კმაყოფილია. სახლის მოვლა კვლავაც ქალის მოვალეობად მიიჩნევა, და, ამ მხრივ, ბოლო ექვსი - შვიდი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.


გენდერთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონების მიმართ დამოკიდებულება, ძირითადად, დადებითია. დაახლოებით, სამიდან ორი რესპონდენტი კაცი და ქალი მხარს უჭერს ორივე მშობლის, კონკრეტულად, მამის დეკრეტული შვებულების გამოყენებას.


თუმცა, ორიდან ერთზე ნაკლებმა რესპონდენტმა იცოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ახალბედა მამებს უკვე აძლევს დეკრეტული შვებულების აღების შესაძლებლობას.


 ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი კანონმდებლობის შესახებ ყოველ მეორეზე ოდნავ მეტმა რესპონდენტმა იცის, ხოლო რესპონდენტთა უმრავლესობა ქალების მიმართ ძალადობის აკრძალვის მხარდამჭერი კანონების არსებობის შესახებ ფლობს ინფორმაციას.


მსგავსი გენდერული სტერეოტიპები მხოლოდ იმას კი არ აღწერს, თუ როგორ იქცევიან ქალები და კაცები, არამედ განსაზღვრავს, როგორი ქცევაა შესაფერისი, ეს ქცევა კი „პირდაპირაა დაკავშირებული იმ თვისებებთან, რომლრბიც თითოეული სქესისთვის დადებითად ითვლება.“ საზოგადოება აფასებს და აჯილდოვებს კეთილ, მზრუნველ და ნაზ ქალებს. ამბიციურ, სტრატეგიულ ან პირდაპირ ქალებს - არც ისე.


ფრაზა „ქალური სამუშაო“ შემზღუდველი და სტერეოტიპულია: საჭმლის კეთება, დალაგება, მოვლა, მებაღეობა, მაგრამ ისტორიკოსი და აქტივისტი ლიზა უნგერ ბასკინი უკანასკნელი შვიდი საუკუნის ქალების მოღვაწეობას ივკვლევს და მან სრულიად განსხვავებული სურათი აღმოაჩინა. „კაცების საქმის“ კეთებით ქალები მსოფლიო მოსახლეობის ტვირთის ნახევარს ეზიდებოდნენ.


სწორედ ეს არის განმაპირობებელი ფაქტორი საზოგადოებაში გარკვეული შიშისა და გაოცების გამომჟღავნებისა, როდესაც ქალები სადაავებს იგდებენ ხელთ, რადგან ეს ჩვენთვის ჯერაც ახალი კონცეფციაა.


რა არის ქალების ყველაზე დიდი სიძლიერე? - გამძლეობა, ოპტიმიზმი, თავდაუზოგავი შრომის უნარი, ძლიერი ინტუიცია, ბუნების სიყვარული, ადამიანების რწმენა, შედეგებზე ორიენტირებულობა და ასევე საკუთარი თავის ცნობა და ერთგულება.


თანასწორუფლებიანობის ცნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. „თანასწორუფლებიანობის“ დარღვევა, კანონიერი მიზეზის გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების დარღვევას.


დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ყველა ძირითადი დოკუმენტით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, თანასწორობის მიმართ მზაობისა და პოტენციური ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, კვლავაც შენარჩუნებულია უთანასწორო დამოკიდებულებები და ქცევები. თუმცა, როგორც სახლში, ისე მის გარეთ, იმედის მომცემ ცვლილებებს გვაჩვენებსრისთვისაც თანასწორობის შენარჩუნებისა და პროცესის დასაჩქარებლად, უწყვეტი ყურადღება და რესურსია საჭირო.


მასალა მომზადდა პროექტის„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

"This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of Bolnisi Youth House and do not necessarily reflect the views of the European Union."

"ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბოლნისის ახალგაზრდული სახლი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.”


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."