იენს სტოლტენბერგი - უახლოეს მომავალში საქართველოს ვეწვევი

ნანახია: 65
სრული ინფორმაცია

საქართველოს უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას და ზოგადად, ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის, რა თქმა უნდა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ ნატო ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."