ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური ზედიზედ მეათედ მოიპოვა

ნანახია: 213
სრული ინფორმაცია

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის საგზური ზედიზედ მეათედ მოიპოვა

 საქართველომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ლიცენზია გაინაღდა და უკვე ტრადიციულად, ის ქვეყანას უბერებელმა ნინო სალუვაძემ მოუტანა.

54 წლის ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, მორიგ წარმატებას პოლონურ კრაკოვსა და მალოპოლსკაში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მიაღწია და ოლიმპიადაზე ზედიზედ მეათედ გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიურ თამაშებზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია, ხოლო ერთადერთი, რომელიც ოლიმპიადაზე 9-ჯერ გამოსულა, თავად სალუქვაძე გახლავთ.


ნინო სალუქვაძის შედეგები გასულ 9 ოლიმპიადაზე: ქართველმა ტყვიის მსროლელმა ევროპულ თამაშებზე ძალები სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრიდან სროლაში სცადა და კვალიფიკაციაში 579 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა, რამაც მედლისთვის ბროლის შანსი დაუტოვა.

ფინალურ ეტაპზე 8 სპორტსმენი ორ ჯგუფში გადანაწილდა და სალუქვაძემ B ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. შედეგად, ის ოთხ საუკეთესო ტყვიის მსროლელს შორის მოხვდა და მართალია, ფინალში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა, ოლიმპიადის საგზური მაინც ერგო.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადაზე დებიუტი ჯერ კიდევ 1988 წელს სამხრეთკორეულ სეულში ჰქონდა და სწორედ 25-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა, 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლი ერგო. უკვე 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მან საქართველოს ასევე 10 მეტრზე დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოუტანა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."