,,ევროპულმა სასამართლომ ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მსგავსად აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი"- მურატ ჯიოევი

ნანახია: 442
სრული ინფორმაცია

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა სტრასბურგის სასამარტლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა: ,, ადამიანის უფლებათა ევროპულმა  სასამართლომ, საბოლოოდ, დიდი ხნის განხილვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთი არ შეჭრილა საქართველოში, არამედ საქართველო შეიჭრა სამხრეთ ოსეთში, -  განაცხადა ჯიოევმა.

„გამოდის, რომ ევროპული სასამართლო ისეთივე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო 2010 წელს ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლოებმა ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ძალადობდნენ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - დასძინა ჯიოევმა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მნიშვნელოვნად არის დემონსტრირებული „საქართველოს პასუხისმგებლობა ომის გამო“.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპელმა და მსოფლიო ლიდერებმა სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ. თუმცა, მშვენივრად ვიცით, რომ მათი ყველა დასკვნა მიიღება ძირითადად, პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე. ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ევროპული სასამართლოები ჯერ კიდევ ეძებენ რუსეთის რაღაც პასუხიმგებლობას 12 აგვისტოს მოვლენებზე. მთავარია იმის აღიარება, რომ 8-დან 12 აგვისტომდე საქართველომ გაანადგურა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი, დაანგრია ქალაქი ცხინვალი და სოფლები“, - აცხადებს ჯიოევი.

წყარო: Ipn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."