,,თუ დავინახავ რეალურ, მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი",- გიორგი ვაშაძე

ნანახია: 492
სრული ინფორმაცია

თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. რითაც „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა გარკვეული ოპოზიციური პარტიების პოზიციის შესახებ, რომ მათი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც კი პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ, ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე მსგავსი საკითხი არ განუხილავთ და ამასთან, მის პარტიას ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება და პოლიტიკურ ბერკეტებზე უარის თქმა გაუგებარია. როგორც ვაშაძე ამბობს, ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა ყველაფერი ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი. წყვეტს მანდატებს - ასეთ შემთხვევაში გზა არის რიგგარეშე არჩევნები და თუ ამას არ დაეთანხმება მძაფრი კრიზისი და კოლაფსი იქნება ქვეყანაში. არ წყვეტს მანდატებს - ის კიდევ ტოვებს გზას შეთანხმებისთვის, ანუ ის მზადაა შეთანხმებისთვის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."