გიორგი ვაშაძე ,,გირჩსა" და ,,მოქალაქეებთან" შეხვედრაზე უარს ამბობს

ნანახია: 515
სრული ინფორმაცია

„ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, არ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში“,- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ შეკითხვას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან და მათ „ვერ დააბრალებს, რომ ვინმეს დავალებას ასრულებენ“, თუმცა, მიიჩნევს, რომ „წინასწარ წინადადების გაჟღერება შედეგს არ მოიტანს“.

„ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, ვერ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში. აქედან გამომდინარე ვერ იქნება ეს შეხვედრა ჩატარებული. სტრატეგია, რომ ოპოზიცია წინადადებას წინადადებაზე ამბობს ყოველთვის წინასწარ, არასწორად მიმაჩნია. ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, შესაბამისად, როცა ამაზე ვსაუბრობთ, რამეს დავთანხმდებით თუ არა, ეს არის არასწორი.

არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროცესი ამ პარადიგმიდანაც უნდა დაინახოს ოპოზიციამ.

„საერთოდ ვფიქრობ, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გააკეთა. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო შეშინდებიან არჩევნებთან მიმართებით, მათ მარტო რიგგარეშე კი არა, თვითმმართველობის არჩევნებისაც ეშინიათ, ყველა არჩევნების ეშინიათ, რადგან მთავარი რაც იყო, ყველა არჩევნების წინ გამოეცალათ და ამ რეალობიდან და ამ უფრო ფართო პარადიგმიდანაც უნდა დავინახოთ ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ივანიშვილის განცხადება, რომ ის არა მარტო თანამდებობიდან მიდის, არამედ პარტიასაც ტოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ არის საშინელი დარტყმა,“ - განაცხადა მან.

ის ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ცესკოს რეფორმირება საკმარისი არ არის.

„ვიღაცისთვის ეს არის საკმარისი, ვიღაცისთვის - არა. ჩვენთვის, სტრატეგია აღმეშენებლისთვის ეს არ არის საკმარისი. წერტილი, ამით ყველა კითხვას ვცემ პასუხს,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცნხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.მისი თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
წყარო: პალიტრანიუსი

კომენტარის დატოვება

დამცავი კოდი:*
reload, if the code cannot be seen

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."