არჩილ თალაკვაძე - მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენ გარეშე მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება

ნანახია: 140
სრული ინფორმაცია

მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან აღნიშნა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ახლა პარტნიორებმა მთავარი ყურადღება და ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს.

"მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. რუსეთს ცალმხრივად ჰქონდა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებაზე და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, არის მიუღებელი, წარმოუდგენელი და წინააღმდეგობაშია მოქალაქეების, საზოგადოების

ინტერესებთან. ისინი ითხოვენ, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი მოქალაქეები დავასანქციროთ, რაც წარმოუდგენელია. მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველო არ არსებობს. დღეს მთავარი ყურადღება და ძალისხმევა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიმართონ იქითკენ, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სართულიანად ეკუთვნის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების გადავადებამ გამოიწვია რისკების გაზრდა, რომელიც ამ რეგიონში ისედაც მაღალია და არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების რუსეთის მხრიდან იმ სახელმწიფოების მიმართ, ვისი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს," - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

"შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,"- განაცხადა მილერმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."