Главная > პოლიტიკა > არჩილ თალაკვაძე - მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენ გარეშე მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება
არჩილ თალაკვაძე - მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენ გარეშე მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება23-05-2023, 19:55. Разместил: mariko |
მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან აღნიშნა. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ახლა პარტნიორებმა მთავარი ყურადღება და ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს. "მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. რუსეთს ცალმხრივად ჰქონდა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებაზე და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, არის მიუღებელი, წარმოუდგენელი და წინააღმდეგობაშია მოქალაქეების, საზოგადოების ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. "შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,"- განაცხადა მილერმა. Вернуться назад |