ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე - იმედი მაქვს, ყველა პარტია დაინახავს, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ

ნანახია: 274
სრული ინფორმაცია

ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ თანხმობაში მნიშვნელოვანი ასპექტი პარლამენტია.

„მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე - ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთშიც ეროვნული კონსენსუსი შემადგენელი იყო, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ იმედი მაქვს, მე მექნება კარგი ამებები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღები. პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში შედის ბევრი საკითხი. ამიტომ მოგვიწევს მუშაობა ერთად. იმედი მაქვს, ეროვნული კონსენსუსის შედგება იმ ყოველდღიური, რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“, - განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

"ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში 2004-ში, 2007-ში გაფართოების გზაზე. დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში მართვადი არ იქნება პროცესი. ამიტომ არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება, რაც არ იცვლება არის ის, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც ევროპისკენ მიგვიყვანს. ამიტომ იმედი მაქვს დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს წინადადებებს, ის გვთავაზობს საქმეს და ამ რეკომენდაციების შესრულებას. მთავარი საქმე აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს",- განაცხადა ვარჰეიმ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."