იენს სტოლტენბერგი - სპეკულაციებს ვხედავთ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ - რუსეთს შევატყობინეთ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

ნანახია: 264
სრული ინფორმაცია

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და კონფლიქტის, ომის თავიდან ასაცილებლად არსებობს - ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ სპეკულაციებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და გარკვევით შევატყობინეთ რუსეთს, რომ ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ნატო-ს პასუხი რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში.

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასდროს უნდა აწარმოო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ პოზიციას და მასში ცვლილება არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ ვიქნებით ფხიზლად, გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რადგან ბირთვული საფრთხეები, ბირთვული რიტორიკა და ფარული მუქარა რუსეთისგან არის საშიში და უგუნური“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."