ფონდი „ღია საზოგადოება“ - რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის

ნანახია: 171
სრული ინფორმაცია

რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის, - ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი სპეციფიკური მიმართულებები, როგორებიცაა საზღვაო აკადემიის პროგრამები და ქუთაისსა და თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უსდ-ებს“, -აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება უკრაინელ მოსწავლეებს, კვლევის მიხედვით, უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნას დროებით მოვლენად განიხილავს და საკუთარ მომავალს უკრაინას და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემას უკავშირებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."