კვლევა - საქართველოს სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 3642-ს შეადგენს - რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ ბოლო ოთხ წელში 50%-იან ზრდას მიაღწია

ნანახია: 160
სრული ინფორმაცია

საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს - უკანასკნელ წლებში გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია,- ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა.

„საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს, ხოლო ამავე წელს სისტემაში ახალშემოსული რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 2040-ია. ასევე, გაზრდილია ბელარუსიის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობაც - 1 წელიწადში 279 მოსწავლე დაემატა. მოსწავლეები, რომლებიც არაავტორიზებულ სკოლებში სწავლობენ, ოფიციალურად არ არიან აღრიცხულნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაში. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების მიგრაციის კვალდაკვალ, გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაც და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია. რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა. საკმაოდ გაზრდილია უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე მოსწავლეების ხვედრითი წილი რუსულენოვან სკოლებში”,- აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, თუ რუსულენოვან საჯარო სკოლებსა და სექტორებში 2019-2020 წლებში მოსწავლეთა რაოდენობა 12,920-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წლისთვის და 17,470 მოსწავლეს შეადგენს კერძო და საჯარო სკოლებში. რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრირებული მოსწავლეების დაახლოებით 50% არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებად კერძო და საჯარო ავტორიზებულ სკოლებში, ხოლო 50%- არაფორმალური განათლების ცენტრში, რომლებიც ოპერირებენ რუსული კანონმდებლობის საფარქვეშ და შესაბამისი რეგულაციებით აძლევენ რუსეთის საგანმანათლებლო კანონმდებლობით დისტანციურ განათლებას მოსწავლეებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."