ეკონომიკის სექტორები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ნანახია: 546
სრული ინფორმაცია

2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 417.0 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ეს 12,2 ლარით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სფეროებს შორის პირველ ადგილზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია, სადაც საშუალო ანაზღაურება თვეში 2 319 ლარია. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, სადაც დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 2 257.2 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო ამჯერად განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სექტორი იყო, სადაც საშუალო ანაზღაურება 873, 6 ლარია.

საშუალო ყოველთვიური ხელფასები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 319.9 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 257.2 ლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 114.3 ლარი
  • მშენებლობა - 2 074.4 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 855.8 ლარი
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 1 710.9 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 548.6 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1 261.4 ლარი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1 243.5 ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1 165.8 ლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1 130.3 ლარი
  • განათლება - 1 106.4 ლარი
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 092.4 ლარი
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 006.3 ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 903.6 ლარი
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 873.6

    წყარო: bpn

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."