დავით შერაზადაშვილმა ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების პროგრამა შეაჯამა.

ნანახია: 631
სრული ინფორმაცია

აგროცენტრში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რეგიონის განვითრების ცენტრის“ წარმომადგენელთან, ნატალია კაკაბაძესთან ერთად, 3-წლიანი პროექტი „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ შეაჯამა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალის, პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებების კვლევა განხორციელდა და ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია შემუშავდა. აშენდა აგროცენტრი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. 2019 წელს კი ბოლნისში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პირველი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.

დავით შერაზადიშვილმა და ნატალია კაკაბაძემ დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველი გერმანული ქუჩაც მოინახულეს. ქუჩის სრული რეაბილიტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  დამონტაჟდა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი იფორმაციაა დატანილი.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას მუნიციპალიტეტში. ასევე, მომზადდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუქა და გაიდლაინი.

,,ევროკავშირის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. გრანტის ფარგლებში, 2019 წელს ბოლნისში ჩავატარეთ პირველი საერთაშორისო ფორუმი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერების კუთხით“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

პროექტი ევროკავშირისა და „რეგიონის განვითრების ცენტრის“ პარტნიორობით განხორციელდა. საგრანტო პროექტის სრული ღირებულება 380 000 ევროს შეადგენდა, აქედან 60 000 ევრო კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია იყო.


დავით შერაზადაშვილმა  ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების პროგრამა შეაჯამა.

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."