სოფლად მცხოვრები ქალები ეკომეგობრულ მეურნეობებს ქმნიან- CENN-მა მარნეულში ქალ ფერმერებს საგრანტო იდეები დაუფინანსა

ნანახია: 791
სრული ინფორმაცია

სოფლად მცხოვრები ქალები ეკომეგობრულ მეურნეობებს ქმნიან- CENN-მა მარნეულში ქალ ფერმერებს საგრანტო იდეები დაუფინანსა

ცირა მღვდელაძე, ბოლნისი

დღეს მთელი მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების დღეს აღნიშნავს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, რამდენიმე სოფელში მცხოვრები ქალი ფერმერები კი ამ დღეს  განსაკუთრებულად ხვდებიან, რამდენიმე მათგანი კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობების შესაქმნელად გაერთიანდნენ და CENN-ის საგრანტო დაფინანსებისთვის ბრძოლას შეუერთდნენ. 

საგრანტო კონკურს CENN-მა შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის გამოაცხადა და მარნეულში 15 დაფინანსებული გრანტიდან, ხუთი სწორედ რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართა. 

პროექტის “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” საგრანტო კომპონენტმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი მოიცვა და გრანტების სახით, ჯამში,  171 ათასი ლარი გაიცა.

საგრანტო დაფინანსების მიზანი იყო საგრანტო კონკურსში ჩართული ყველა მონაწილის და განსაკუთრებით, ქალი ფერმერების დახმარება, მათი ეკონომიკურად გაძლიერებისთვის ხელის შეწყობა და ფიზიკური შრომის შემსუბუქება.
 

ხათუნა შავიძე სოფელ დიოკნისში ცხოვრობს . სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე სამი
ხათუნა შავიძე

წლის წინ დაინტერესდა, შექმნა სასათბურე მეურნეობა , მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად პრობლემას სარწყავი წყლის არარსებობა ქმნიდა. CENN- ის გრანტმა ხათუნასაც და მის მეზობლად მცხოვრებ ფერმერებსაც სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარა.

„სენის პროექტში გათვალისწინებული იყო სარწყავი წყლის ჩემს ნაკვეთამდე მოყვანა რომელიც ერთი გავსებით უზრუნველყოფს    მთლიანი ნაკვეთის ერთჯერადად მორწყვას, დღეს ჩემთან ერთად ჩემი ტუმბო მეზობლების ნაკვეთების მორწყვასაც უზრუნველყოფს“- ამბობს ხათუნა CENN-ის გრანტის პარალელურად საკუთარ ნაკვეთზე ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ჩინურ საჩითილე სათბურს პირდაპირ მიწის გრუნტში აშენებს .

კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე ყოველდღიურად უფრო მეტად ყურადსაღები ხდება.  გახშირებული ექსტრემალური ამინდები: გვალვები, წყალმოვარდნები, განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის სოფლის მეურნეობის სექტორს, გარდა ამისა სასურსათო უსაფრთხოებისა და ფერმერების შემოსავლების შენარჩუნებისათვის , კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებზე მეტი ინფორმაციის ქონა და პრაქტიკაში გახნორციელება. 

ნათია ოქროპირიძე სამაჩაბლოდან დევნილია. ის მარნეულში 2008 წელს დასახლდა. ნათია ამბობს, რომ ცხოვრების

ნათია ოქროპირიძე

დაწყება თავიდან სამჯერ მოუწია, თუმცა სოფლის მეურნეობის წყაროებაზე უარი არასდროს უთქვამს და ამჯერადაც CENN-ის გრანტით სოფელ წერეთელში, საკუთარ ნაკვეთზე ბლის ინტენსიური ბაღი გააშენა.


„2008 წლის შემდეგ ჩამოვედი მარნეულში და ცხოვრება დავიწყე თავიდან, გავაშენე ქლიავის და ატმის ბაღი, თუმცა , ამ პროცესში ბევრ სირთულეს წავაწყდი. სოფელ წერეთელში მესამედ დავიწყეთ ცხოვრება ახლიდან    და მზადება    ხეხილის    გაშენებისთვის. გამოცხადდა სენის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მივიღეთ დაფინანსება და განსხვავებული მიმართულებით დავიწყეთ ბლის გაშენება.    გავაშენეთ ბლის ინტენსიური ბაღი, რომელიც ბევრად ეფექტური და გარემოსთან    ეკომეგობრულია. თადარიგი დავიჭირეთ და ბაღს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებისთვის ვამზადებთ. მიხარია, რომ ოცნება გამეშენებინა კარგი, თანამედორვე ბაღი, ამისრულეს“- ამბობს ნათია ოქროპირიძე და ოცნებების ახდენაში ის მარტო არ არის, მის მსგავსად ოცნება აიხდინა ნინო ხარხელაურმაც. თბილისიდან მარადისში გადაცხოვრდა, ნაკვეთი შეიძინა და 10 000-მდე დეკორატიული მცენარის გამოყვანას შეუდგა.

ნინო ამბობს, რომ CENN-ის გრანტით დეკორატიული მცენარეების    პოლიკარბონატის სათბური გააკეთა და პროექტის გრანტიორობამ    ახალი მიზნების და გეგმების დასახვისკენ გაუხსნა გზა.

ნინო ხარხელაური

„აქ ვაპირებთ გავაკეთოთ სანერგე მეურნეობა დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეების და გავყიდოთ როგორც ჩითილის სახით ასევე, მზა მცენარეების სახით. გვაქვს მეორე სათბურიც, სადაც ჩითილს გადავიტანთ ქოთნებში და მოხდება მისი რეალიზაცია. მარნეული გამოირჩევა თავისი შედარებით    რბილი    კლიმატით, რაც საშუალებას გვაძლევს საადრეო    მცენარეები გვქონდეს“- ამბობს ნინო ხარხელაური და უკვე ორმაგად დაცულ მეურნეობაზეც საუბრობს, სათბურის ირგვლივ ასევე CENN-ის გრანტით კიდევ ერთმა ფერმერმა ქალმა ქარსაფარი ზოლი გაუშენა. 

ნაირა პაქსაძე CENN- ის მიერ სოფელ მარადისში დაარსებული კოოპერატივის წევრი და ბოსტნეულ კულტურების მწარმოებელი ქალი ფერმერია. ქარსაფარი ზოლის გაშენება მისი იდეა იყო. ქარსაფარის არქონა, მის მეურნეობას პერიოდულად დიდ პრობლემებს უქმნიდა.    მის მოსაგვარებლად CENN-ის პროექტის გრანტი ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა:

„CENN-ის პროექტის ფარგლებში მე გავაკეთე ქარსაფარი ზოლი. ქარები დასავლეთის მხრიდან ქროდა და ყოველწლიურად    მიზიანებდა სათბურს. დავიწყე, ასევე, წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების დაკალმება- გამრავლება. ამ პროექტმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ არამარტო ჩემთვის გავაკეთო ქარსაფარი ზოლი, არამედ მარადისში გავამრავლო ძალიან ბევრი მცენარე . გავამრავლებ , გავზრდი მცენარეებს და შემდეგ მთელ სოფელს დავეხმარები, რომ გააკეთოს თავის ნაკვეთზე მცირე ქარსაფარი ზოლი“- განაცხადა ნაირა ბოლქვაძემ .

სოფლად მცხოვრების ქალების შესაძლებლობების გაძლიერების ნახვა, მათი ინტერესებისა და საჭირობების მოსმენა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა 6 ოქტომბერს CENN -ის, მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებული მედია ტური მარნეულის მუნიციპალიტეტში.

პროექტის “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე ამბობს, რომ  მათი  მიზანი იყო სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა გაეზარდათ და დაენერგათ მორწყვის თანამედროვე რესურსდამზოგავი ტექნოლოგიები :

,„პროექტი  “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ოთხი წელია, ხორციელდება. მისი  მიზანია  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლების შექმნა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და გარემოსადმი მეგობრული სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების ხელშეწყობის გზით. აქ არის ძირითადად ისეთი პროექტები, რომლებიც სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ჩვენი მიზანი იყო სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა და დაგვენერგა მორწყვის თანამედროვე რესურსდამზოგავი ტექნოლოგიები“ – განაცხადა ჯიმშერ კოშაძემ.


მედია ტურში მონაწილეობა 10- მდე მედიის 15-მდე ჟურნალისტმა მიიღო.
მედია ტურის მიზანი იყო  ცნობიერების გაზრდა სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის აუცილებლობის შესახებ. 

მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკებს, 

ათამდე მედიის წარმომადგენელმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო 9 ინიციატივა მოინახულა. 

მედიატური ორგანიზებულია “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.




    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."