სრული ინფორმაცია
22 ივნისს, 12 საათზე, CENN, HEKS-EPER-ის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროექტს ‘კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI’ წარადგენს. ღონისძიება ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის ტბების ტერიტორიაზე.
პროექტის გახსნით ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე: (1) კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა სხვადასხვა პერსპექტივიდან და (2) მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები ადგილობრივი პერსპექტივებიდან. ღონისძიების ფარგლებში ასევე იგეგმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
პროექტის “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შაემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.
პროექტი ორიენტირებული იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტების, ფერმერების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებაზე, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვას გულისხმოს.
პროექტი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:
მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება;
სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების (HRBA) დასანერგად;
შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებითა (ქვე-გრანტები) და ქალთა სოფლის მეურნეობის კოოპერატივის შექმნით.
პროექტი „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI“ ხორციელდება HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის იანვარში დასრულდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ორკოდაშვილი, პროექტის მენეჯერი, CENN | giorgi.orkodashvili@cenn.org