CENN-მა PRAISE MARNEULI“-ის ფარგლებში შექმნილი გოგონების გაძლიერების კლუბის პირველი გასვლითი ტგრენინგ -სემინარების ციკლი დაიწყო

ნანახია: 609
სრული ინფორმაცია

2021 წლის  29 ნოემბერიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით CENN-მა  HEKS-EPER-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI“-ის ფარგლებში  შექმნილი გოგონების გაძლიერების კლუბის პირველი გასვლითი ტრენინგ -სემინარების ციკლი დაიწყო.

ტრენინგები თბილისში სასტუმრო ,,ფაბრიკაში» დღეს დაიწყო და მას პროექტის ფარგლებში შექმნილი გოგონების გაძლიერების კლუბის წევრთა უმრავლესობა ესწრებოდა.

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეები სხვადასხვა თემატურ სესიებს ისმენდნენ მდგრად განვითარებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე,  ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე ადგილობრივ დონეზე, რომელსაც ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებსთვის (PHR) თავმჯდომარე ანა აბაშიძე უძღვებოდა, საინფორმაციო სესია დაეთმო კოვიდ -19 -ს და ვაქციანაციას .

ტრენინგ -სემინარების მეორე დღე სრულად მიეძღვნება მეწარმეობასა და შემოქმედებით აზროვნებას, სამოქალაქო აქტივიზმსა და მდგრადი თემების მშენებლობას, ასევე გაიმართება დისკუსია CENN-ის აღმასრულებელ დირექტორთან - ნანა ჯანაშიასთან - Q&A  ფორმატში და ბოლოს, ყველა ერთად გაივლის მასტერკლასს  თემაზე ,,საჯარო გამოსვლისა და ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკების“ ფლობის მიმართულობით.

ტრენინგის ბოლო სასესიო დღე  დემოკრატიულ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმობა და  ტრენინგის მონაწილეები ერთი მხრივ, მოუსმინენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებულ პროფესორს მარინა ბურკაძეს  თემაზე ,,დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა - ქალთა მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში“ და მეორე მხრივ, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თამარ კინწურაშვილის სესიას მედიაწიგნიერებასა და კიბერუსაფრთხოებაზე.

სამ დღიანი ტრენინგ-სემინარი შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი პროექტების შექმნის პრაქტიკული ვორქშოფით დასრულდება.

გოგონების გაძლიერების კლუბი 2021 წლის სექტემბერში შეიქმნა. კლუბში შერჩეულა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-25 წლის ასაკის 20 აქტიური გოგონა. ისინი აქტიურად იმუშავებენ მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და თემის ინტეგრაციის მიმართულებით.

გოგონების გაძლიერების კლუბი მიზნად ისახავს მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების შესაძლებლობების განვითარებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

კლუბის ფარგლებში,  დაგეგმილია როგორც საინფორმაციო და შემეცნებითი, ისე პრაქტიკული სამუშაოები. გარდა ამისა, კლუბი საშუალებას მისცემს მონაწილეებს გახდნენ ახალგაზრდა ტრენერები და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ საკუთარ თემებში განახორციელონ სხვადასხვა ტიპის პროექტი და კამპანია.

პროექტის “კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.

ამასთანავე, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება, რათა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, გამოიყენონ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკები.

პროექტს განმახორციელებელია CENN, HEKS- EPER –ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის იანვარში დასრულდება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."