,,შეშფოთებულები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით'- ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი",

ნანახია: 509
სრული ინფორმაცია

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, რომელიც ინციდენტისას თან ახლდა ფარცხალაძეს. მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამართლდა.

“აღსანიშნავია, რომ პროცესის ბოლო სხდომა დისტანციურად, დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მედიის და ამ პროცესით დაინტერესებული სხვა აქტორების დაუსწრებლად ჩატარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, გადაწყვეტილების შესახებ პროკურატურისგან დღეს - 2 თებერვალს შეიტყო”, - ნათქვამია განცხადებაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."