ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ნანახია: 715
სრული ინფორმაცია

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გერენალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბრალდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

წყარო:Ipn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."