თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ - ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ

ნანახია: 57
სრული ინფორმაცია

მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ - ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით, რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ინიცირდება.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა გატეხა კანონის ხელმეორედ შემოტრიალებით.

„შარშან, როდესაც ამ კანონს ვიხილავდით, რაც მახსოვს, ვითხოვდი, რომ არა მხოლოდ თავდაცვის, საგარეო და იურიდიულ კომიტეტზე განხილულიყო, არამედ ევროინტეგრაციის კომიტეტზეც. თქვენ თვით, რომ ამ კანონს არასდროს აღარ დააბრუნებდით, თქვენი სიტყვა იყო, ეს ჩემი ხომ არა? მათ შორის იმ კაცის, რომელმაც მეორედ შემოატრიალა ეს ყველაფერი. სიტყვის ფასიც ძალიან კარგად გამოჩნდა, გარდა, ევროპული მომავლის დასამარებისა, მაგრამ ამ მოცემულობაში, სიტყვა გატეხეთ საკუთარ ხალხთან, სიტყვა გატეხეთ ბრიუსელში პრემიერ კობახიძის ვიზიტზე, როდესაც 9 რეკომენდაციაზე და ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე უნდა გვემსჯელა და არა უკან სვლაზე. ამ კუთხითაც სიტყვა გატეხეთ. შარშან არ შეგეშინდათ, რომ სხვა კომიტეტებზეც გაგეტანათ და განხილულიყო, წელს რა ხდება? იქნებ ეს გვითხრათ, თან ამბობთ, რომ ყველა ვარიანტში გაიტანთ. კარგი, სცადეთ.

მოვითხოვ, რომ ეს კანონპროექტი განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებას ადგენს. მოვითხოვ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ისევე როგორც საგარეო კომიტეტს, დაეწეროს ეს კანონი.

თქვენ ამბობთ, რომ მთავარი საფრთხე მოდის დასავლეთისგან და არა რუსეთისგან. მაგრამ ვიცით, რომ რუსეთისგან არის. საფრანგეთში რომ იხილება კანონი, იქ საუბარია ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხეზე, მათ შორის რუსული გავლენების.

კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნატო და ევროკავშირი კიდევ ერთხელ გეუბნებათ, რომ ამ კანონის მიღებით ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი დამთავრებულია. მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ. ალტერნატიული კანონის მიზანი, ისევე როგორც ევროპაში და ამერიკაში არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ მოცემულობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს სუსი-ს ანგარიშებით, მთავრობის დოკუმენტებით არის რუსეთი, გთხოვთ, ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."