სრული ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში CENN-ის პროექტების მენეჯერს, მელანო ტყაბლაძეს და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც განიხილა არსებული გამოწვევები და იმსჯელა მათი გადაწყვეტის გზებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცეში, მათი იდეების, მოსაზრებების მოსმენა. მიმაჩნია, რომ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ , რაც მორგებული იქნება მოქალაქეების საჭიროებებზე.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა