გოგი მეშველიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ოლქის საჭიროებებზე ისაუბრა

ნანახია: 551
სრული ინფორმაცია

გოგი მეშველიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ოლქის საჭიროებებზე ისაუბრა ბოლნისში , საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომა გაიმართა, სადაც ბოლნისის, დმანისის , თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების საჭიროებებსა და გასვლითი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნა, რომ გასვლითი სხდომების ფორმატი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დეპუტატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირადად ისმენენ რეგიონის და მუნიციპალიტეტების საჭიროებებს , ერთად მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე. სხდომაზე, რეგიონული განვითარების სამინისტროს 2020-2022 წწ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

გოგი მეშველიანმა ყურადღება გაამახვილა ბოლნისში მიმდინარე წყალარინების პროექტზე, ზაფხულის პერიოდში სასმელი წლის უზრუნველყოფისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხებზე. ისაუბრა, წალკის მუნიციპალიტეტში იმერა-ბარეთის გზის საკითხზე, რომლის პროექტირება მიმდინარეობს , მაჟორიტარი იმედოვნებს რომ წელს მოხერხდება მშენებლობის დაფინანსება.

ასევე დააყენა საკითხი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ციყვების პარკის რეაბილიტაციის შესახებ. აქვე, ყურადღება გაამახვილა, დმანისის მუნიციპალიტეტსა და წალკის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საჭიროებასა და აუცილებლობაზე.

„ბუნებრივია გაცილებით მეტი პრობლემა და სატკივარია მიუხედავად იმისა რომ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ინვესტიცია იდება სახელმწიფოს თვითმმართველობის სხვადასხვა ფონდების მიერ, რათა გადაწყდეს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები. თუმცა, არის საკითხები, რაც საჭიროებს მეტ ჩართულობას, მეტ დაფინანსებას და სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა


გოგი მეშველიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ოლქის საჭიროებებზე ისაუბრა



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."