სრული ინფორმაცია
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის (N14 ოლქი) მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ინიციატივითა და უზრუნველყოფით, არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-თან თანამშრომლობით გამწვანების აქცია გაიმართა და წალკის მუნიციპალიტეტში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 50 ძირი ფიჭვი დაირგა.
CEEN-ის ორგანიზებითვე გაიმართება დასუფთავების აქცია, აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთვება მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი.
ღონისძიების მიზანია, გარემოს დაცვით საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG), რომელსაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში CENN ახორციელებს პროექტით ,,ეს წალკაა" .
გოგი მეშელიანი, მოინახულებს წალკის მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს: სასტუმრო „Home +“ , სამკერვალო „ნარგო“ და გაეცნობა ინფრასტრუქტურულ პროექტს „დაშბაშის კანიონის განვითარება“ ე.წ. “role model” და მწვანე ინიციატივებს ბიზნესში, რესურსების მდგრადი გამოყენების გზით.