სრული ინფორმაცია
დღევანდელი გადაცემის თემაა: პროგრამის განხილვა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება და გულისხმობს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური პრგრამების მონაწილეობითი დაგეგმის მიდგომის დანერგვას.
გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი და ნინო ზურაბიშვილი პროექტის კორდინატორი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებში.
მასალა მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: „ქვემო ქართლის ქალები მრავალშტოიანი დისკრიმინაციის დასაძლევად და ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ქალთა ფონდი საქართველოში შეხედულებებს.