ქალთა სათემო რადიო WW განცხადებას აქვეყნებს

ნანახია: 131
სრული ინფორმაცია

რის გამჭვირვალობას ითხოვს მედიისთვის მთავრობის მიერ ინიცირებული ,,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი? უცნობია, რადგან საქმიანობა და დაფინანსების წყაროები, შემოსავლები, ისედაც გამჭვირვალეა .ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი კანონი მიმართულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, რეგიონული მედიის განადგურებისა და სიტყვის თავისუფლების წინაარმდეგ.

რადიო WW ყოველწლიურად საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ყოველი წლის 1 მაისამდე, გასული წლის ანგარიშსა და აუდიტის დასკვნას უგზავნის.

ასევე ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი 70-ე მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად, მედიას ავალდებულებს აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს ვებ-გვერდზე.

ქალთა სათემო რადიო WW 2020 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარომ" დააფუძნა . იხ. რადიო WW-ის მისია 


2021 წელს ქვემო ქარლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარომ" ქალთა რადიოსთვის ინტერნეტში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა .იხ შესაბამისობის დეკლარაცია 

2020 წლიდან ქალთა რადიო საკუთარ ვებ გვერდზე ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის დასკვნასა და საქმიანობის აღწერილობას. იხ 2020 წლის აუდიტის დასკვნა 

სადაც დეტალური ინფორმაციაა მოცემული განხორციელებული პროექტების, დაფინანსების წყაროებისა და თითოეული პროექტის ღირებულების შესახებ.

იგივე წლის საქმიანობის ანგარიში განთავსებულია რადიო WW- ის ვებ გვერდზე. იხ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში 


2021 წლის საქმიანობის ანგარიში 

2022 წლის საქმიანობის ანგარიში 


2022 წლის აუდიტის დასკვნა 


2022 წლის ფინანსური ანგარიში 



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."