გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის"

ნანახია: 517
სრული ინფორმაცია

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" თემით: სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებები, სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები.


საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. 2003 წლიდან ამ დღეს სპეციალური საჭიროების მქონე პირების და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს სპეციალური საჭირობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და მათი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.


სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს სპეციალური საჭიროების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რიალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.


სახელწიფო ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცულობას. რა დროსაც ის მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და საქართველოს საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.


გადაცემის სტუმარია ციცინო ჯოხაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.




  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."