ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ჩამონათვალი

ნანახია: 641
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ჩამონათვალი

🔴შშმ პირების პრობლემების უკეთ შესასწავლად, ახლი პროგრამების შემუშავების და არსებული პროგრამების ეფექტურობის ზრდის მიზნით 2015 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში (შშმ პირთა ჩართულობით) შექმნილია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლებიც ატიურად არიან ჩართული პროგრამების შემუშავებაში.

⭕️შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვლილია შემდეგი პროგრამები:

✅სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამა უზრუნველყოფს
📍შშმ პირების სტაციონალური,
📍ამბულატორიული,
📍ფიზიოთერაპიული,
📍სარეაბილიტაციო მკურნალობებით,
📍დიაგნოსტიკური კვლევებითა და
📍მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

⭕️აღნიშნული მომსახურეობებისათვის თითოეული ბენეფიციარისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია შემდეგი ოდენობის თანხები:



✅სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის - 1000 ლარი.

✅დიაგნოსტიკური კვლევებისათვის - 500 ლარი.

✅ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის -1000 ლარი.

🔴შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა - ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების ყოველთვიურ ფულად დახმარებას:

✅18 წელს ზევით მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ მქონე პირებს - 100 ლარის ოდენობით.

✅დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს - 100 ლარის ოდენობით.

✅შშმ ბავშვების მეურვეებს - 150 ლარის ოდენობით.

✅სმენა- მეტყველება დაქვეითებულებს -50 ლარის ოდენობით.

✅კლასიკური ფეინკეტონურიით დაავადებული ბენეფიციარებს - 150 ლარის ოდენობით.

✅აუტიზმის მქონე ბენეფიციარებს - 150 ლარის ოდენობით.

✅18-დან 26 წლამდე შშმ პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს - 150 ლარის ოდენობით.

✅სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეიტენგრირებულ შშმ პირებს - 150 ლარის ოდენობით.

🔴გათბობის სეზონისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა 200 ლარის ოდენობით

✅პროგრამის ერთერთ კატეგორიად გათვალისწინებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ.

✅18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ლოგოპედის მომსახურეობით უსრუნველყოფა - პროგრამა გულისხმობს შშმ ბავშვების ლოგოპედის მომსახურეობის უზრუნველყოფას 1000 ლარის ოდენობით.

✅სტუდენტთა დახმარების პროგრამა - რომლის ფარგლებშიც ყოველთვიური ფულადი დახმარებით (100 ლარის ოდენობით) სარგებლობენ შშმ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უნაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

✅ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - სოციალურად დაუცველ შშმ პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა (0-დან 65 000 მდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში 100 ლარი, 65 000-დან 150 000 მდე არაუმეტეს 300 ლარისა).

✅უფასო კვებით (შაბათ კვირის გარდა) უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამა გულისხმობს უკიდურესად შეჭირვებული შშმ ბენეფიციარების ყოველდღიურად კვებას.

✅ხანდაზმულთა თავშესაფარი - სადაც განთავსებულია 15 მიუსაფარი ხანდახმული.

✅შინმოვლის სერვისი - პროგრამით სარგებლობს 30 ბენეფიციარი.

✅საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი :

📍2009 წლიდან ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი- „განთიადი“, სადაც შშმ ბავშვები იღებენ მათზე მორგებულ სტანდარტის შესაბამის მომსახურეობას.

🔴კრიზისული ცენტრი :

📍2017 წლიდან ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრი, რომლის მიზანია უზრუნველყოს პირდაპირი დაცვა და დახმარება, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების (მათ შორის შშმ პირების). ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, პროგრამით უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სამედიცინო მომსახურეობით, ჰიგიენური საშუალებებით, კვებით, სოციალური მუშაკისა და ექთნის მომსახურეობით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."