გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად.

ნანახია: 416
სრული ინფორმაცია

ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ახალმა პროექტმა დაიწყო განხორციელება, რომელიც ადგილობრივი საჯარო და სამოქალაქო სექტორის განვითარებას გულისხმობს .
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მშვიდობის ,დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის საშუალებით.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდას.
პროექტის ფარგლებში ბოლნისის ორ სოფელში დისველსა და რაჭისუბანში, ასევე თეთრიწყაროს ოთხ სოფელში უკვე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება, შედგა საინიციატივო და სამუშაო ჯგუფები.
პროექტის ფარგლებში სოფელ რაჭისუბნის შუა გულში საჩრდილობელი კეთდება, ხოლო დისველში შემოიღობა მიწა, სადაც სკვერი გაშენდება.
გადაცემის სტუმრები იქნებიან : პროექტის მენეჯერი მერაბ ცინდელიანი და სოფ.დისველის საინიციატივო ჯგუფის წევრი მედეა ჯაფარიძე.
გადაცემის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ვიდეო პოტკასტს წარმატებულ ენერგიულ ქალბატონზე -მედეა ჯაფარიძეზე


მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."