ევროკავშირის მხარდაჭერით CENN ქვეყნის ოთხ რეგიონში ახალ პროექტს იწყებს

ნანახია: 711
სრული ინფორმაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში ახალ პროექტს იწყებს

      მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ CENN-მა 2021 წლის იანვრიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ოთხ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დაიწყო ახალი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა - განხორციელება.

      პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას, თანამონაწილეობრივი პროცესის ხელშეწყობისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზით.

      CENN საქართველოს კლიმატის პროგრამას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (YPU), ჭიათურელთა კავშირი (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცია (RLS-ADA) და კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი (KRDF) - ერთად 4 სამიზნე რეგიონში (გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი) ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომით განახორციელებს.

       28 იანვარს, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და პროექტის გუნდმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს - ნინო თხილავას, სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მაია ჯავახიშვილს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მაია ცხვარაძეს, იმავე დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მარინა მაკაროვას, წყლის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსს - ონლაინ რეჟიმში, გააცნეს პროექტის მიზნები და აქტივობები. შეხვედრის დროს, ასევე, განხილული იყო პროექტსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
     შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სამიზნე რეგიონებში არსებული გამოწვევები კლიმატის ცვლილების, სამოქალაქო საზოგადოების როლის, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
     CENN-ისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე ინიციატივების, საქმიანობებისა და არსებული საჭიროებების შესახებ. 

     CENN, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან და ხელს შეუწყობს სექტორებს შორის წარმატებული სამუშაო პრაქტიკის განვითარებას კლიმატის ცვლილების სფეროში.

„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური.

წყარო: CENN

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."