ტანძიაში საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს

ნანახია: 590
სრული ინფორმაცია

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
 
პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს.

ტანძიაში საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ტურისტულ სექტორში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებითაც გადამზადდა.

პროექტისთვის გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 59 200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 49 340 ლარს შეადგენს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“ ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ გასულ წელს მოაწერეს.



„დღეს მოვინახულეთ სოფელ ტანძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკურ გაძლიერებას, ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებას. პროექტის ფარგელბში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს და ტურისტული სეზონისთვის ყველა სამუშაო უკვე დასრულებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სექტორში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ UNDP ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზის განვითარებას ხელს უწყობს და ამ მიმართულებით აქტიურად გვეხმარება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წყარო; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."