" />

აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

ნანახია: 136
სრული ინფორმაცია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.

აღნიშნული დახმარების ჩათვლით, შეერთებული შტატებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.

ამასთან, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."