ზურა ჯაფარიძე მორიგ წერილს აგზავნის ციხიდან

ნანახია: 18
სრული ინფორმაცია

"ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
ვიზალიბერალიზაციაზე რამდენი შეგეკითხებიან, იმდენი მაგ იდიოტური მესიჯბოქსით რომ პასუხობ: - “დაგველაპრაკონ, რატომ არ გველაპარაკებიან?!”

აგიხსნი რატომ არ გელაპარაკებიან:
1. ჩვენ გვჭირდება უვიზო შენგენის ზონასთან, ჩვენ გვჭირდება იქ სასწავლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ, საქმისთვის, ან ტურისტულად წასვლა.

იმათ მაგრად კიდიათ, იქ საქართველოს მოქალაქეები ვიზით ჩავლენ, უვიზოთ თუ საერთოდ არ ჩავლენ.
ამას შენი პატრონის უსინდისო და/ან შტერი მრევლისთვის ვწერ, თორემ ამდენი შენც გესმის.
2. შენთვის ამას ვწერ: კონკრეტულად შენ რომ დაგელაპარაკონ, ორიდან ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდე: ან უნდა იყო დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე, ანუ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი (რაც არ ხარ და ვერ იქნები, როგორი შამპუნიც არ უნდა იხმარო), ან ფაქტობრივად მაინც უნდა ფლობდე ძალაუფლებას (ანუ არ იყო არჩეული, მაგრამ ძალაუფლება რეალურად შენს ხელში იყოს).

ან ერთი ან მეორე კრიტერიუმი რომ იყოს სახეზე, ვიღაცას შეიძლებოდა ეფიქრა შენთან დალაპარაკებაზე. მაგრამ არცერთი არ არის. იმიტომ, რომ მარტო საქართველოში კი არა, მთელს დედამიწაზე იციან, რომ შენ, ისევე როგორც ყველა შენს გარშემო, ხართ ბიძინას მორიგი წინდები, რომლებსაც მაშინ მოისვრის, როგორც კი სუნი აგივათ.

და შემდეგ გაქრებით ზუსტად ისე მორჩილად და უხმოდ, როგორც გაქრნენ ღარიბაშვილი, ბახტაძე, გომელაური, ლილუაშვილი, ოხანაშვილი, რიჟვაძე და სხვა, ლეგიონია მათი სახელი.

თან ახლა მძიმე პერიოდი აქვს შენს პატრონს, ოფლიანობს და მალ-მალე იცვლის წინდებს." - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."