ვისთან ვაჭრობს საქართველო ყველაზე მეტად

ნანახია: 353
სრული ინფორმაცია

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში 1,59 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა (წლიური ზრდა 33,4%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 3,67 მილიარდი შეადგინა (ზრდა 32,8%).

შესაბამისად, მიმდინარე წლის ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) $5,3 მილიარდი იყო.


ასეთია საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სია 2022 წლის იანვარ-აპრილის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით:

  1. თურქეთი — $766 მილიონი;
  2. ჩინეთი — $615 მილიონი;
  3. რუსეთი — $560 მილიონი;
  4. აზერბაიჯანი — $445 მილიონი;
  5. აშშ — $293 მილიონი;
  6. სომხეთი — $254 მილიონი;
  7. ბულგარეთი — $216 მილიონი;
  8. გერმანია — $192 მილიონი;
  9. უკრაინა — $146 მილიონი;
  10. იტალია — $99 მილიონი.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,3% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($290,4 მლნ), აზერბაიჯანი ($168,4 მლნ) და რუსეთი ($156,4 მლნ).

ამასთან, იმპორტიორი ქვეყნების პირველ სამეულშია თურქეთი ($637,8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი ($403,3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი ($324,3 მლნ. აშშ დოლარი).


საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363,3 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22,9%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195,4 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12,3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მილიონი აშშ დოლარით (8,3%).

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტის მოცულობაც 337,1 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9,2% იყო.

მეორე ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 319,7 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 8,7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7,3%).


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."