,,დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო პარტიის გენერალურ მდივნად", -გიგი უგულავა

ნანახია: 411
სრული ინფორმაცია

დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო პარტიის გენერალურ მდივნად,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიგი უგულავას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება დროულია.

„დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად. აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია ეს არის ლოგიკური და დროული“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, მანამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."