„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ იგეგმება", - გიგა ბოკერია

ნანახია: 411
სრული ინფორმაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

„ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ განიხილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ეს არ განიხილება საერთოდ“.

რაც შეეხება გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება.

„ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა უგულავას სააკაშვილთან ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ისე, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტნიორ ძალასთან გვაქვს კომუნიკაცია. კომუნიკაცია როდის და ბოლოს ჰქონდა თუ არა მასთან გიგი უგულავას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიცი თუ არა. არ წყდება სააკაშვილთან კომუნიკაციით ჩვენი პარტიის საკითხები. ჩვენ გამიჯვნის, უფრო სწორად კონკურენციის და ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი გვაქვს ყველა ჩვენ კონკურენტთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასან“. არის საკითხები, სადაც პარტნიორები ვართ ყველა პარტნიორ ძალასთან და არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაგალითად, ასეთი საკითხია ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."