დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს

ნანახია: 454
სრული ინფორმაცია

მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც არაუგვიანეს მაისში გაიმართება, არ დავაყენო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოსთვის“ მისი 4 - წლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიას მუდმივი განახლება სჭირდება.

"ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, "ევროპული საქართველოს" მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, სადაც წესდებიდან გამომდინარე, დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, მივიღე გადაწყვეტილება, ამ ყრილობაზე არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, პირველი მიზეზი, პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და დღეს საზოგადოების დაკვეთაა პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც მიმდინარეობდეს მუდმივი განახლება, ჩნდებოდნენ ახალი სახეები.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ "ევროპულ საქართველოში" ჩემი 4- წლიანი მოღვაწეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის. კიდევ მომავალი 4 წლით დარჩენა ცუდი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სიტყვა "ევროპული" არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას და მე მინდა ამის ნაწილი ვიყო. პირველი მიზეზი, რატომაც აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არის სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში. მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ არჩევნებს, ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი. მიმაჩნია, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე",-განაცხადა ბაქრაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."