“ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს

ნანახია: 153
სრული ინფორმაცია

“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა.

მანამდე PACE-მ  “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები.

წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები მათთვის მიუღებელია.

“დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო ,რჩება ევროპის საბჭოს წევრად.

ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ჯერჯერობით ბუნდოვანია “ოცნების” წევრები PACE-ს მანდატებზეც ამბობენ უარს თუ მხოლოდ ბოიკოტს გამოუცხადებენ სხდომებს. 

ამავე თემაზე : https://netgazeti.ge/news/761705/


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."