თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გაასაჯაროება არაეთიკური იყო",- ევროკავშირის ელჩი

ნანახია: 578
სრული ინფორმაცია

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ  თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გაასაჯაროება არაეთიკური იყო.

“როდესაც გუშინ ეს ვნახე, არასასიმოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ცხოვრების უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკური იყო. თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არ არის. როგორც ვიცი, საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს და ვნახოთ, რა იქნება მათი მოსაზრება”, — განაცხადა ჰარცელმა.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნირებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე თავისი ნომერი გამოაცხადა.

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ფეისბუკის პირად გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, შეესაბამება თუ არ კანონს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამჟღავნება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."